თავში

"გირჩი" ტესლას ავტომანქანებს ათამაშებს

"გირჩი" ტესლას ავტომანქანებს ათამაშებს
გირჩი ტესლას ავტომანქანებს ათამაშებს

"გირჩი“ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ტესლას“ მარკის ავტომობილებს გაათამაშებს.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე პარტიაში განმარტეს, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც 2020 წლის 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მივა და ხმას ნებისმიერ პარტიას მისცემს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა ამომრჩეველი დარეგისტრირდეს გირჩის პორტალის girchi.com პროექტში - Tesla და 31 ოქტომბერს საღამოს 21:00 საათამდე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნოს საარჩევნო უბანთან გადაღებული სელფი, რომელშიც გამოჩნდება უბნის ნომერი, ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე.

„გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ წელს, ახალი ცვლილებების მიხედვით ჩატარებულ არჩევნებში მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული გათამაშება.

გათამაშებისთვის განკუთვნილ ავტომობილებს „გირჩი“ შეიძენს იმ საბიუჯეტო დაფინანსებით მიღებული თანხებით, რომელიც პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ერგებათ. 

როგორც "გირჩში" აცხადებენ, პარლამენტში მოხვედრის შემდგომ „გირჩის“ მიზანი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის გაუქმებაა, რისთვისაც პარტია კანონპროექტის შეტანასაც გეგმავს. დაფინანსების გაუქმებამდე პარტია ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ამ მეთოდით გადასახადების გადამხდელებს დაუბრუნებს.

დღეს ასევე „გირჩმა“ გამართა საკუთარი გაზეთის „მეტი თავისუფლების" პრეზენტაცია. გაზეთის გამომცემელია „აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება“. ის 11 სხვადასხვა რუბრიკისგან შედგება და მთლიანობაში, 12 გვერდს მოიცავს.

გაზეთის ძირითადი მიზანი ინდივიდუალური თავისუფლების იდეის გავრცელება და მისი გაუმართლებელი შეზღუდვის მძიმე შედეგების მკითხველისთვის ჩვენება წარმოადგენს,“- აღნიშნულია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system