თავში

"გირჩი TV"-ზე "გირჩის" რეკლამისთვის გვაჯარიმებენ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი TV"-ზე "გირჩის" რეკლამისთვის გვაჯარიმებენ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძ
გირჩი TV-ზე გირჩის რეკლამისთვის გვაჯარიმებენ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში Facebook-ის პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან ჩაერთო და განაცხადა, რომ მათ პარტიას აჯარიმებენ.

მისი თქმით, აუდიტის სამსახური პარტიას იმის გამო უჩივის, რომ სატელევიზიო არხ "გირჩი TV-ზე" უფასოდ გაუშვეს მათი პარტიის რეკლამა. 

"სამი დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამართლოში გვიჩივლეს ისევ. უნდათ რომ აქ დაგვაკარგინონ დრო. აუდიტის სამსახური გვიჩივის იმაზე, რომ "გირჩი TV-მ" გაუშვა თურმე პოლიტიკური პარტია "გირჩის" რეკლამა უფასოდ", - აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა რეკლამა 828 ლარის ოდენობით შეაფასა და ჯარიმა ორმაგი თანხით განსაზღვრა.

"გვაქვს ჩვენი ტელევიზია, ისედაც სულ "გირჩის" რაღაცეები გადის. თუ რამე პოლიტიკური ტოქ-შოუ გადის ჩვენი შოუა. ნებისმიერი შეიძლება ჩათვალოთ, რომ ჩვენი რეკლამაა. მეტიც, ამ ტელევიზიას ლოგოდ ახატია პარტიის ლოგო. ამ ტელევიზიას ედავებიან, რა "პონტში" გაუშვით "გირჩის" რეკლამაო და გვაჯარიმებენ 1600 ლარით," - ამბობს "გირჩის" ლიდერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system