თავში

"გირჩიდან" უნდა წავიდეს ყველა, ვინც ამას არ ეთანხმება - გოგა ხაჩიძე

"გირჩიდან" უნდა წავიდეს ყველა, ვინც ამას არ ეთანხმება - გოგა ხაჩიძე
გირჩიდან უნდა წავიდეს ყველა, ვინც ამას არ ეთანხმება - გოგა ხაჩიძე

პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" და "გირჩი TV-ს" დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ "გირჩი" არის უნიკალური იდეა და მთავარი ადამიანი ამ იდეის გარშემო ზურაბ ჯაფარიძეა.

გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ყველა ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება, "გირჩიდან" უნდა წავიდნეს.

"გირჩი" არის იდეა, მართლაც უნიკალური იდეა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მთავარი კაცი დასაწყისიდან დღემდე არის ზურაბ ჯაფარიძე. როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე, თვითგამოცხადებული CEO და ა.შ. და ასეთ დროს, ასე ორსიტყვიანი პოსტებით, მსგავსი ფორმით ასეთ რამეს აკეთებ არაერთგზის უკვე, მაშინ, როცა ათასობით ადამიანი, წავიდა და კორონიან ქვეყანაში ხმა მოგცა შენ, ახლა გამოდის და გლანძღავს, იქ უკვე მნიშვნელობა არა აქვს ღრმა ლიბერტარიანულ მსჯელობებში ვინ შევა, ვინ აღმოაჩენს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ "გირჩიდან" უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ის ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება.

ბევრჯერ ყოფილა აღშფოთებული იმით, რომ ვიღაცა ამბობდეს სიმართლეს, მაგრამ უდროო დროს, უტაქტოდ, უზრდელად, უადგილოდ, უფორმოდ," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

"გირჩში" მიმდინარე პროცესებს გოგა ხაჩიძე დღეს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და მან ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა

შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. მისი მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იაგო ხვიჩიას ფეისბუქ სტატუსებს არ უკავშირდება.  

თუმცა, 3 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ აღიარა, რომ იაგო ხვიჩიას განცხადებებით "გირჩს" ზიანი მიადგა.

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას გამოემაურა.

"ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - დაწერა მან.

აღნიშნულ კომენტარს, სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

განცხადება გაავრცელა გირჩის თანამფუძნებელმაც. ნინო დარსაველიძე იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system