თავში

გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ბიზნესის დალოცვას იწყებს

გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ბიზნესის დალოცვას იწყებს
გირჩის ბიბლიური თავისუფლება ბიზნესის დალოცვას იწყებს

გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ბიზნესის "დალოცვას" იწყებს. 

პარტიის განცხადებით, "დალოცვა" 50 ლარი ეღირება. ამ თანხით რელიგიური ორგანიზაციის უმაღლესი სასულიერო იერარქიის მთავარი მღვდელმსახური დაფინანსდება. მათი თქმით, ეს კეთილ საქმესა და ადამიანების თავისუფლების დაცვას მოემსახურება.

"საქართველოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ პოლიტიკოსების დალოცვა ჩვეულებრივი მოვლენაა. სასულიერო პირებთან კონკრეტული ადამიანები მიდიან და თავიანთი ბიზნესის დალოცვას სთხოვენ. ქვეყანაში, ბიბლიური თავისუფლება ყველაზე სწრაფადმზარდი რელიგიაა, რომელიც ადამიანებს თავისუფლების დაცვაში ეხმარება. ვთვლი, რომ ჩვენი დალოცვა ბიზნესს წარმატების მიღწევასა და ბოროტი ძალებისგან პრობლემების თავის არიდებაში დაეხმარება", — განაცხადა ბიბლიური თავისუფლების მთავარმა მღვდელმსახურმა, ლევან ჯგერენაიამ.

გირჩის განცხადებით, პირველი კომპანია, რომელიც ლევან ჯგერენაიამ დალოცა, მათ მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია შმაქსია. მათივე თქმით, შეწირველები, დალოცვასთან ერთად, დახარჯული თანხის შესაბამისად, გირჩის ციფრულ ვალუტას Ged-ებს მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system