თავში

"გირჩს" ვგულშემატკივრობ, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდნენ - ირაკლი ზარქუა

"გირჩს" ვგულშემატკივრობ, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდნენ - ირაკლი ზარქუა
გირჩს ვგულშემატკივრობ, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდნენ - ირაკლი ზარქუა

მგონი, იაგო და ეს პარტია ძალიან სასოწარკვეთილია. ამ ბიჭებს, ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ უმრავლესობს დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, თუ "გირჩის" წარმომადგენლებს მუშაობა უნდათ, პარლამენტში უნდა შვიდნენ ან ქუჩა-ქუჩა ირბინონ და იარაღის ტარების უფლება მოითხოვონ. 

"ხომ მიხვდნენ, რომ საუბარი არ შეიძლება მარგინალურ ოპოზიციასთან, "ნაციონალურ მოძრაობასთან"და ბოკერიას ანასხლეტთან. თუ მუშაობა უნდათ, შემოვიდნენ, თუ არადა, ქუჩა-ქუჩა ირბინონ და იარაღის ტარების უფლება გვთხოვონ. უკვე კომიკურ თემაში გადავიდა ოპოზიცია, რაც არც ჩვენთვის და არც ქვეყნისთვის არ არის კარგი, რადგან გვჭირდება, პოლიტიკური ცხოვრება, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი იქნება ღირსეული და ისინი ერთმანეთის მიმართ, რასაც აკეთებენ, უღირსობაა და ჩვენთვისაც უღირსთან ურთიერთობა დამაკნინებელია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვჩიამ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია დაემუქრა და თავის დასაცავად იარაღის ტარების უფლების მოთხოვნა სურს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system