თავში

"გირჩთან" და "მოქალაქეებთან" ჩვენი შეხვედრა ვერ შედგება - ვაშაძე

"გირჩთან" და "მოქალაქეებთან" ჩვენი შეხვედრა ვერ შედგება - ვაშაძე
გირჩთან და მოქალაქეებთან ჩვენი შეხვედრა ვერ შედგება  - ვაშაძე

მოლაპარაკებებისთვის არასწორად მიმაჩნია მუდმივად, ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა, რადგან ჩვენ უკვე არაერთი კომპრომისული წინადადებით გამოვედით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ "გირჩთან" და "მოქალაქეებთან" შეხვედრის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგება. 

"ჩვენ ვერ ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, ან რაიმე კონკრეტულ გზავნილს, რომ ისინი მზად არიან, რაღაც ახალ საკითხებზე ვისაუბროთ მოლაპარაკებების პროცესში. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებებისთვის არასწორად მიმაჩნია მუდმივად, ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა, რადგან ჩვენ უკვე არაერთი კომპრომისული წინადადებით გამოვედით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი თემა შეიძლება განხილულ იქნას საერთო ოპოზიციურ ფორმატში, ყველას შეიძლება საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ მთავარია დავინახოთ, რომ "ქრთულ ოცნებას" რეალურად სურს შეთანხმება. 

რაც შეეხება კონკრეტულად შეხვედრას, ჩვენსა და "გირჩის", ან ელისაშვილის პარტიის წარმომადგენლებს შორის, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგება, რადგან მე თვითიზოლაციაში ვიმყოფები, რადგან ახლა ჩამოვედი უცხოეთიდან და მეორე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილოთ საერთო ფორმატში, სადაც საერთო პოზიციას ჩამოვაყალიბებთ ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ცნობისთვის, "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა წარადგინონ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system