თავში

"გირჩთან" ერთად ახალი ინიციატივა გვაქვს - იოსელიანი

"გირჩთან" ერთად ახალი ინიციატივა გვაქვს - იოსელიანი
გირჩთან ერთად  ახალი ინიციატივა გვაქვს - იოსელიანი

"ჩვენ  "გირჩთან" ერთად გვაქვს ინიციატივა, რომ თუ "ქართული ოცნება " თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება, მან აიღოს ვალდებულება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნები, ერთგვარი პლებისციტის როლს შეასრულებს. 

"ჩვენ გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები", - განმარტა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა წარადგინონ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system