თავში

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო!მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას.წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ.დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!" - წერს გოჩა ენუქიძე Facebook-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system