თავში

პარლამენტში მოსამართლეობის ბოლო კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში მოსამართლეობის ბოლო კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში მოსამართლეობის ბოლო კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ

დღეს დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ.

გოჩა ჯეირანაშვილი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეა. პარლამენტარებს კანდიდატთან კითხვები ძირითადად მის სამოსამართლეო საქმიანობასთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ექნებათ.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც დეპუტატები კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს.

როდის გაიმართება პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრის პროცესი, იურიდიულ კომიტეტში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ  უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის სულ 20 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან:

თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი,შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე, გოჩა ჯეირანაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system