თავში

გოცირიძე: პოლიტიკას აქვს თავის ლექსიკა - შეცვლა, გაპანღურება, დამხობა

გოცირიძე: პოლიტიკას აქვს თავის ლექსიკა - შეცვლა, გაპანღურება, დამხობა
გოცირიძე: პოლიტიკას აქვს თავის ლექსიკა - შეცვლა, გაპანღურება, დამხობა

ვანო მერაბიშვილი გაუტეხელი და თავაწეული გამოვიდა ციხიდან, პოლიტპატიმრობიდან, მან ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თუ ვინმეს  ეგონა, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ პენსიაზე გავიდოდა, ცდება.

"სად ხედავს თავის თავს, სულ მალე იტყვის, როგორც თვითონ თქვა. მისი განცხადების მთავარი შინაარსი იყო ის, რომ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება სიტყვა - "დამხობას", რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი, როცა ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო ერთი ადამიანის მიერ არის უზურპირებული და როგორც გველეშაპი დაეპატრონება ზღაპარში წყალს და არ აძლევს ცხოვრების საშუალებას ხალხს, დაახლოებით ასე დაეპატრონა ის პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, ბიზნესს. ამიტომ ცვლილების და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ "დამხობას". მას არ უთქვამს, რომ ძალადობით აპირებს რამეს. პოლიტიკას აქვს თავის ლექსიკა, არის უამრავი სინონიმი, შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, დამხობა. ესენი არიან პოლიტიკური სინონიმები. მას არ უთქვამს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა",-განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან პირველი პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში დღევანდელ ხელისუფლებას ,,დაამხობს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system