თავში

გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამოცანა შეასრულა

გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამოცანა შეასრულა
გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამოცანა შეასრულა

შუა გაკრეფილია, ფაქტობრივად აღარ არსებობს, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამოცანა შეასრულა – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„ეს სურათი ნათელია. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ამოცანა, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და მეორე მხარეს არის გაერთიანება პოლიტიკური, რომლის ოცნებაა ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს გაერთიანება შედგება იმ ადამიანებით, რომლებთაგან თითქმის ყველა, ადრე სხვადასხვა ფორმით ხელისუფლებაში ნამყოფი არიან და დაუოკებელი წყურვილი აქვთ უკან დაბრუნების. ეს ძალიან საინტერესო სურათია, ძალიან გაუადვილებს ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას, რადგან ორი კონკრეტული გუნდია, რომელიც ეპაექრება ერთმანეთს. მოხდა ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ პოლიტიკურ გზავნილში განაცხადა, ეს მისი ამოცანა იყო და ეს ამოცანა შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს. მე ვგულისხმობ შუის გაკრეფას. შუა გაკრეფილია, ფაქტობრივად აღარ არსებობს. გამოცხადდა იმის შესახებ, რომ პრაქტიკულად მაჟორიტარებზე შეთანხმდნენ, ეს ალბათ წინაპირობაა იმის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც შავი სიის გარშემო არიან შეკრებილი და თავის თავს ოპოზიციურ გაერთიანებას ეძახიან, პარტიული სიაც ერთიანი ექნებათ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ამ გაკრეფილ ადგილს ადრე თუ გვიან შეავსებს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული.  

ამასთან, რეჟისორი გოგა ხაინდრავა ფიქრობს, რომ საქართველო პროპორციული არჩევნებისთვის მზად არ არის, რადგან პროპორციული არჩევნები გულისხმობს მყარი პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობას და მათ პაექრობას, ასეთი მოცემულობა კი საქართველოში ჯერ არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system