თავში

გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან სათამაშო ძაღლი მიიტანა

გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან სათამაშო ძაღლი მიიტანა
გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან სათამაშო ძაღლი მიიტანა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ აქცია-პერფორმანსი გამართა.

წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან, სადაც პირველი სხდომაა ჩანიშნული, სათამაშო "ფინია ძაღლი" მიიტანა.

მისი თქმით, სათამაშოში "ქართული ოცნების" ყველა წევრი ამოიცნობს თავს.

"ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით - დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და ბიძინასი მედგას უღელი. აი ამ შეგნებით არიან შესული შიგნით და ყველაფერს აკეთებენ ბიძინას მონობისთვის. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ", - განაცხადა გოგი წულაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system