თავში

გოგი წულაია ბიძინა ივანიშივილს ჯაჭვს და ბოქლომს უგზავნის

გოგი წულაია ბიძინა ივანიშივილს ჯაჭვს და ბოქლომს უგზავნის
გოგი წულაია ბიძინა ივანიშივილს ჯაჭვს და ბოქლომს უგზავნის

პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის დაბოქლომებას ურჩევს. ამისთვის წულაია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბოქლომს და ჯაჭვს უგზავნის.

პერფორმანსი წულაიამ ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართა.

წულაია აცხადებს, რომ იქ, სადაც სექტემბრიდან სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, დღემდე ჭაობიც კი არ დაუშრიათ.

„არაფორმალურმა მმართველმა ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი, საავტომობილო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა წაართვა და ჭაობთან მდებარე უნივერსიტეტის იმედად დატოვა და განვითარების პერსპექტივა ჩაუკეტა. ესეც არ გაკეთებულა კარგად, ჭაობი ამ დრომდე არ დაუშრიათ, ამიტომ ვუგზავნი ბოქლომს და ჯაჭვს და დააბოქლომოს“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system