თავში

გოგორიშვილი: გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება

გოგორიშვილი: გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება
გოგორიშვილი: გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება

გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება, - ამ განცხადებით ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, კონკრეტულ ოლქებში ნაციონალური მოძრაობის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ეხმაურება.

გოგორიშვილი ასევე გამოეხმაურა კახა გეწაძის კანდიდატურას. გოგორიშვილის თქმით, გეწაძე არ არის კანდიდატი, რომლისთისაც ამომრჩეველი დაირაზმება და მხარს დაუჭერს, როგორც ეს ენმ-ში თქვეს.

„ოპოზიციიდან ჩემი მთავარი კონკურენტი გურიაში იქნებოდა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებდა და როგორც იქნა, თქვეს და ეს არის კახა ოქრიაშვილის და ცეზარ ჩოჩელის პარტიის წარმომადგენელი. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და მხოლოდ პატივისცემა მაქვს, როგორც ოლიმპიური ჩემპიონის და მოჭიდავის მიმართ, მაგრამ მე მგონი, გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება, პატრონი, რომელიც მათ ყოფით პრობლემებს მოაგვარებს.

ზესტაფონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა გეწაძე არის ხელის ბიჭი ე.წ. რიჟასი და როდესაც ორი თვის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი მოჰქონდა, რომ აი, ისეთი კანდიდატები ეყოლება, რომ დაირაზმება მთელი

ამომრჩეველთა სპექტრი, ვისი გულისთვის დაირაზმება, კახა გეწაძის გულისთვის?! ამისთვის ჩაიშალა საერთო ანდიდატებზე შეთანხმება?! მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე ოპოზიციის მხირდან რაც თბილისში მოხდა იყო ძალიან კარგი და შეთანხმება დარჩენილ 22 ოლქშიც რომ არ მოხდა, ეს იყო უბრალოდ კაპრიზი და ის კონკრეტული არგუმენტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველგან ჰყავს ვარსკვლავები, როგორც გამოჩნდა, ვარსკვლავებისგან შორს არიან“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system