თავში

გომელაური თუ მოვა, პირადად ჩავხედავ მას თვალებში - დეკანოიძე

გომელაური თუ მოვა, პირადად ჩავხედავ მას თვალებში - დეკანოიძე
გომელაური თუ მოვა, პირადად ჩავხედავ მას თვალებში - დეკანოიძე

ჩვენ ყოველდღიურ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ გომელაური თუ მოვა პარლამენტში, აუცილებლად პირადად ჩავხედავ მას თვალებში, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე 18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მისვლას.

ხატია დეკანოიძე ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადებას. მისი შეფასებით, ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ რას ფიქრობს ევროკავშირი ამ ხელისუფლებაზე.

„ალბათ, გაგვიყინავენ იმ ტექნიკურ დახმარებას, რომელიც არსებობს. ეს ქვეყანა არის იმ ადამიანების ხელში, რომლებიც ეყრდნობიან ძალადობას, კლავენ ჟურნალისტებს და მიდის რუსეთისკენ. უმძიმესი წერილია, ამ სიტუაციაში გომელაურს ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, მე აღარ დავრჩებოდი თანამდებობაზე. პირდაპირ ეუბნება ევროკავშირი და ყველა მეგობარი ქვეყანა, რომ ვერ დაიცვეს ვერც ერთი პუნქტი კონსტიტუციის, რომელიც ეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ახლაც გადამდგარი უნდა იყოს ღარიბაშვილთან ერთად“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system