
"ქართული ოცნება" გორის მერობის კანდიდატად თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წარადგენს. ამ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ხინჩეგაშვილის კანდიდატურაზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
ხინჩეგაშვილი სამგზის ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონია.