თავში

გოცირიძე: არ არსებობს სანახევრო ორსულობა, როგორც შეთანხმების სანახევროდ შესრულება

გოცირიძე: არ არსებობს სანახევრო ორსულობა, როგორც შეთანხმების სანახევროდ შესრულება
გოცირიძე: არ არსებობს სანახევრო ორსულობა, როგორც შეთანხმების სანახევროდ შესრულება

" არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არ ხარ, არის ასეთი გამოთქმა. აი ასე, არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება. ან ასრულებს ხელისუფლება შეთანხმებას მთლიანად, ან არა"- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, თუ ხელისუფლება შეთანხმებას არ შეასრულებს, ის პასუხს აგებს, საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

"საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება არის დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ქმნი სერიოზული არასტაბილურობის საფუძველს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ზურგს აქცევს ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რომელთა წყალობით ამ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში არსებობს ქვეყანა და იმ 2 და 3 მილიარდს რომ იძახიან და 27 000 ტონა ხორბალს ამერიკიდან, ნუ ჰგონიათ, რომ "ქართული ოცნების" სიყვარულით აკეთებენ ამას. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული და ჰყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სახით ძლიერი და დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში. ძალიან მკაცრად დაისჯება, ვინც კიდევ ერთხელ გაბედავს საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას",- განაცხადა გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system