თავში

გოცირიძე: არ მგონია ივანიშვილს პარლამენტში მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს

გოცირიძე: არ მგონია ივანიშვილს პარლამენტში მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს
გოცირიძე: არ მგონია ივანიშვილს პარლამენტში მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს

ის, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა საარჩევნო სიის სათავეში იყოს, წარმოუდგენელია,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში კომფორტს ვერ იგრძნობს, რადგან “უმრავლესობა სხვა პარტიებს ექნებათ”.

მაშინ პარლამენტის დარბაზი უნდა გაიყოს შუაში. ერთი ფლიგელი უნდა დაეთმოს ბიძინა ივანიშვილს და შეიარაღებული დაცვის 100 წევრი უნდა იჯდეს, იმიტომ, რომ არ მგონია, რომ პარლამენტში მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. მეორე მხარეს სხვა დეპუტატები იქნებიან, მაგრამ ამ კომფორტს იგი ვერ იგრძნობს, რადგან უმრავლესობა გვექნება სხვა პარტიებს, ანუ ხელისუფლება შეიცვლება. მას ამ დარბაზში, თუნდაც ის კომფორტული პირობები არ ექნება, რაც შეიძლება შექმნოდა დღეს “ქართული ოცნების” უმრავლესობის დროს,” - განაცხადა გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system