თავში

გოცირიძე: ეს ბანდიტური სახელმწიფოა, რომელიც მიდის ყველაფერზე ძალაუფლებისთვის

გოცირიძე: ეს ბანდიტური სახელმწიფოა, რომელიც მიდის ყველაფერზე
გოცირიძე: ეს ბანდიტური სახელმწიფოა, რომელიც მიდის ყველაფერზე ძალაუფლებისთვის

ეს არის ბანდიტური სახელმწიფო, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდის ყველაფერზე და ძალაუფლება იმისთვის უნდათ, რომ ძარცვონ ქვეყანა, - ამის შესახებ რომან გოცირიძემ, მარნეულშ მომხდარი ინციდენტების შეფასებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლება გააფრთხილა ათჯერ როგორც ევროპამ, ასევე ამერიკამ, რომ ნუ იქნება ძალადობა - ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რას აპირებდნენ წინასაარჩევნოდ.

"ძალიან რბილად და ლამაზად არის ნათქვამი ოლიგარქიული მმართველობა, არაფორმალური მმართველობა, ჩრდილოვანი მმართველობა და ხალხი შეიძლება ვერც იგებს ამ უბედურების ნამდვილ შინაარსს. ეს არის ბანდიტური სახელმწიფო, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდის ყველაფერზე და ძალაუფლება იმისთვის უნდათ, რომ ძარცვონ ქვეყანა, მოიპარონ ბიუჯეტიდან ფული, დააჯდნენ სახელმწიფო საწარმოებს და წლების განმავლობაში გაღატაკებული ხალხი და გამდიდრებული ოლიგარქის გარემოცვა და უნდათ აი ამ სიკეთეების შენარჩუნება სწორედ ძალადობრივი გზით. ხელისუფლება გააფრთხილა ათჯერ როგორც ევროპამ, ასევე ამერიკამ, რომ ნუ იქნება ძალადობა - ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რას აპირებდნენ წინასაარჩევნოდ, რა იყო მათი მუდმივი ხელწერა ამ 8 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებისას. ეს იყო ძალადობა, მოსყიდვა და მუქარა. ყველაფერი რომ შევაჯამოთ ქვეყანაში არ არის პირობები თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს მათ ხალხი გასცემთ საკადრის პასუხს," - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, დღეს, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ.

ასევე, მარნეულში თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ოპერატორს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system