თავში

გოცირიძე: ივანიშვილმა რაც დახარჯა ამოიღო და კიდევ რვა ჰექტარი დაიტოვა

გოცირიძე: ივანიშვილმა რაც დახარჯა ამოიღო და კიდევ რვა ჰექტარი დაიტოვა
გოცირიძე: ივანიშვილმა რაც დახარჯა ამოიღო და კიდევ რვა ჰექტარი დაიტოვა

იპოდრომი ივანიშვილის არა გულუხვი საჩუქარი, არამედ პარკის პრივატიზების ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულებაა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. 

გოცირიძის თქმით, ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორიაზე რაც დახარჯა, მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობით უკვე აინაზღაურა. 

“თავის დროზე, იპოდრომის ტერიტორიის გაყიდვისას იყო მოთხოვნა, რომ ტერიტორია ორად გაყოფილიყო - ერთი ნაწილი სამშენებლოდ გამოყენებულიყო, ხოლო მეორე ნაწილში უნდა ყოფილიყო პარკი. იქ, სადაც საჯინიბოები, პატარ-პატარა კოტეჯები იყო, დღეს აღმართულია კოშკები. ივანიშვილმა რაც დახარჯა, უკვე ამოიღო და კიდევ, რვა ჰექტარი დაიტოვა ცალკე. ეს არის ივანიშვილის არა გულუხვი საჩუქარი, არამედ პარკის პრივატიზების ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულება - დიახ, იქ რეკრეაციული ზონა უნდა ყოფილიყო, რათა მეორე ნაწილი სამშენებლოდ გამოეყენებინათ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, იპოდრომის ტერიტორია ფონდმა "ქართუმ" თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადასცა და აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის "ცენტრალური პარკის" მშენებლობა სრულად დააფინანსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system