თავში

გოცირიძე: კადიროვის განცხადება ტერორისტის განცხადებაა

გოცირიძე: კადიროვის განცხადება ტერორისტის განცხადებაა
გოცირიძე: კადიროვის განცხადება ტერორისტის განცხადებაა

"კადიროვის განცხადება არის თავხედური განცხადება. ეს არის ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, რომ მას რომ დაეგეგმა ეს, კიდეც შეასრულებდა და კიდეც შეუსრულებია,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.

რომან გოცირიძე რამზან კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უარყოფს, რომ მან ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია შეუკვეთა. კადიროვი აცხადებს, რომ თუ კი ვინმე მისი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს. 

"როცა ასეთ განცხადებას აკეთებს პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში და მისი ქვეშევრდომი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს, დაიცავდა საკუთარ მოქალაქეს და საკუთარი ქვეყნის ღირსებას. საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ჩაყენებული საქმის კურსში და მას უნდა მიეცეს სერიოზული რეაქცია, ვინაიდან რუსეთი გეგმავდა საქართველოში ტერორისტულ აქტს, ეს არის ფაქტი, რომელსაც ადასტურებს ასევე, საქართველოს სპეცსამსახურები და შესაბამისი პოლიტიკური განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ შესაბამის ტონალობაში. ხმამაღლა უნდა მიმართონ საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებს, რომ დაუდგნენ გვერდში საქართველოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,"- განაცხადა გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system