თავში

გოცირიძე: ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს

გოცირიძე: ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს
გოცირიძე: ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს

"ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს",- ამის სესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციასაც მიიღებს და პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებს. ყველა გაათავისუფლა, დარჩა რურუა, მოუწევს. თუ არადა ამასაც ვნახავთ იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო ძალიან პატარაა. ოლიგარქს აქ, ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და ქვეყნის თავის ჭკუით მართვას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება, თუ არადა საკუთარი ფულის დაკარგვა მოუწევს. მის ანგარიშებს და მის აქტივებს დააყადაღებენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system