თავში

გოცირიძე: ხმამაღლა 7-ჯერ, გულში 70 -ჯერ გადაუხდის ღარიბაშვილი ბიძინას მადლობას

გოცირიძე: ხმამაღლა 7-ჯერ, გულში 70 -ჯერ გადაუხდის ღარიბაშვილი ბიძინას მადლობას
გოცირიძე:  ხმამაღლა 7-ჯერ, გულში 70 -ჯერ გადაუხდის ღარიბაშვილი ბიძინას მადლობას

"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტირების რეჟიმშია. პარტიის არც ერთი დეპუტატი პარლამენტში, თავდაცვის მინისტრის გამოსვლას არ ესწრება. როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, იმ დრომდე სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ენმ ბოიკოტს არ შეწყვეტს.

"ჩვენ, ვაგრძელებთ ბოიკოტს, რადგან ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება. ქვეყანა მოიცვა კორუფციამ და მათ შორის თავდაცვის სამინისტროც. მოშლილია თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების სისტემა და ეს საკითხები საინტერესოა, თუმცა, დღეს ყველაზე საინტერესოა, რამდენჯერ ეტყვის ღარიბაშვილი ბიძინას მადლობას. მე ვამბობ, რომ 7-ჯერ გადაუხდის მადლობას ხმამაღლა, ანუ გულში 70-ჯერ. რაც შეეხება ივანიშვილს და არჩევნებს, ივანიშვილმა მოატყუა საერთაშორისო თანამეგობრობა, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილურობას. ეს არის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო და მინიშნება იმისა, თუ რატომ წარმოადგენს ის საფრთხეს ამერიკელი კონგრესმენების დოკუმენტშიც. რურუა უნდა გამოვიდეს გარეთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში და დავუჭერთ საარჩევნო კანონპროექტს მხარს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system