თავში

გოცირიძე: "ნაციონალური მოძრაობა" რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არ არის?

გოცირიძე: "ნაციონალური მოძრაობა" რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არ არის?
გოცირიძე: ნაციონალური მოძრაობა რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არ არის?

"ნაციონალური მოძრაობა" რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არ არის?,"- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

რომან გოცირიძეს თქმით,"რევოლუციის მოლანდებებში" 8 წელი გაილია და ამის არავის სჯერა.

"ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში? "ქართული ოცნება" ჯერ ვიღაცებს ააწკავწკავებს და მერე თავად იტყვიან ამას - ეს ხომ ახალი არ არის და "ნაციონალური მოძრაობა" რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ იცის "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში და მეორე 10 000 კიდევ სხვაგან. ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი. ეს არავის სჯერა. რევოლუცია არჩევნებში გამარჯვება იქნება. 8-წლიანი წარუმატებელი და დამნაშავე რეჟიმი შეიცვლება. თუ ამაში გულისხმობენ რევოლუციას - დიახ, ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის ტოლფასი იქნება, რადგან ჩამოშლილი და დამყაყებული ქვეყანის შემოქმედი თუ ისტორიის სანაგვეზე წავა, დიახ, ეს არის რევოლუციის ტოლფასი. დიახ, ჩვენ ვაპირებთ რევოლუციურ ნაბიჯებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system