თავში

გოცირიძე: როგორც კუმ გაატანა მორიელი წყალს, ისე უნდა გავატანოთ "ქართული ოცნება“ ისტორიას

გოცირიძე: როგორც კუმ გაატანა მორიელი წყალს, ისე უნდა გავატანოთ "ქართული ოცნება“ ისტორიას
გოცირიძე: როგორც კუმ გაატანა მორიელი წყალს, ისე უნდა გავატანოთ ქართული ოცნება“ ისტორიას

როგორც კუმ გაატანა მორიელი წყალს, ისე უნდა გავატანოთ  „ქართული ოცნება“ ისტორიას.  ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, , „ქართული ოცნება“ ზნეს არ იცვლის, ძალადობითა და მოსყიდვით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას და ამ უზნეობის მწვერვალი  ე.წ. კარტოგრაფების საქმეა.

"არ იშლის „ქართული ოცნება“ თავის ზნეს, ეს არის ძალადობა, მოსყიდვა, ცემა-ტყეპა. გუშინ საშინლად სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი. იცით ხომ კუ და მორიელი? მორიელი არ იშლის თავის ზნეს, კბენს და კბენს კუს. მაგრამ კუ ეუბნება, მე ჩემი ზნე მაქვსო, წყალში ჩაყვინთავს და გაატანს მორიელს მდინარეს. ასე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“, რომელიც დღესაც არ იშლის თავის ზნეს, ძალადობით, მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსითა და სხვა ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მათი უზნეობის მწვერვალი არის კარტოგრაფების საქმე. უდანაშაულო ადამიანების გაწირვა მათი პოლიტიკური მიზნებისათვის," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system