თავში

გოცირიძე: სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი პოლიტიკურ ცხოვრებაში

გოცირიძე: სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი პოლიტიკურ ცხოვრებაში
გოცირიძე: სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი პოლიტიკურ ცხოვრებაში

"მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, ის ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი გავლენა, ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

"ძალიან სასაცილოა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი უკრაინის მოქალაქეობის რაღაც სამართლებრივი კირკიტით. ის არის საქართველოს მოქალაქეც, ის არის საქართველოს პოლიტიკური პარტიის ცხოვრების მთავარი მოტორი და ის არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი. უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არ არსებული სასამართლოს პირობებში არაფერს ნიშნავს. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მოიაზრებოდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს არ არის დამალული და თუ აქ ის გადაწყვეტს, რომ იყოს პრემიერობის კანდიდატი, რომელიც სიმბოლურად ჩაუდგებოდა იგივე "ნაციონალური მოძრაობის", გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს, რატომაც არა, მაგრამ ეს არის მისი გადასაწყვეტი," - განაცხადა გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system