თავში

გოცირიძე: წულუკიანი საარჩევნო სიის თავში საჩუქარია ოპოზიციისთვის

გოცირიძე: წულუკიანი საარჩევნო სიის თავში საჩუქარია ოპოზიციისთვის
გოცირიძე: წულუკიანი საარჩევნო სიის თავში საჩუქარია ოპოზიციისთვის

თეა წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გამაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თეა წულუკიანი საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს, როგორ შეაფასებდა დეპუტატი, პასუხობს რომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციას გაახარებს.

"10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო. 10 ნობელის ლაურეატი რომ დანიშნონ მთავრობაში ამ არაფორმალური და ჩამონგრეული მმართველობითი ვერტიკალის პირობებში საქართველოს არაფერი ეშველება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლების შეცვლა, ხოლო თუ თეა წულუკიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სიის პირველი ნომერი იქნება, ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს ოპოზიციას და ქვეყანას. სულ მცირე, ჩათვალეთ, რომ 10% დაკარგული ექნება "ქართულ ოცნებას".

ხისტი განცხადებებით რომ პარტია არჩევნებს იგებდეს, ახლა, ისე "დავხისტავ", რომ 100% გარანტირებული უნდა მქონდეს.წულუკიანის ხისტი განცხადებები ვის მოსწონს?! წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის.ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system