თავში

გიორგი გახარია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და პრემიერს შეხვდა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და პრემიერს შეხვდა
გიორგი გახარია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და პრემიერს შეხვდა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოგტაი ასადოვს და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. როგორც შეხვედრისას გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი არიან მეგობრები, სანდო პარტნიორები და მათ წარმატებულ თანამშრომლობას ხელს ვერაფერი შეუშლის.

საუბრისას ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას. ასევე, მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი „შეჰიდების ხეივანში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system