თავში

გრძელდება "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის პროცესი - შალვა ნათელაშვილი

გრძელდება "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის პროცესი - შალვა ნათელაშვილი
გრძელდება ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის პროცესი - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვას უწოდებს.

ნათელაშვილის თქმით, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმდნენ, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" 3700 კომისიაში საარჩევნო კომისიის წევრი ეყოლებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია. 

"ამ ფონზე ველოდით, რომ აშშ-ის ელჩი გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას, სამაგიეროდ ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაღაც გადახრები იყო, თუმცა აღნიშნული რამ შეთანხმებული არ ყოფილა თურმე. მე იძულებული ვარ, განვაცხადო, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმდა საკითხი, რომ ჩვენს პარტიას ეყოლებოდა 3700 კომისიაში საარჩევნო კომისიის წევრები, ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ხელისუფლებიდან კობახიძე და თალაკვაძე. ამრიგად, დაირღვა აღებული ვალდებულება, ხოლო მოდერატორებიდან, გარანტორებიდან წამოვიდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, რასაც ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაასწორებს და მისცემს კორექტირებას",- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, 86 ხმა სამის წინააღმდეგ - პარლამენტმა საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system