თავში

გრიგოლ ვაშაძე არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კოლეგა და მეგობარი - ჰარცელი

გრიგოლ ვაშაძე არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კოლეგა და მეგობარი - ჰარცელი
გრიგოლ ვაშაძე არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კოლეგა და მეგობარი - ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მადლობას უხდის "ნაციონალური მოძრაობოს" ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს, რადგან მისი შეფასებით, ის არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი.

ამასთან, კარლ ჰარცელის განმარტებით, წინა მოლაპარაკებების დროს, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა, გრიგოლ ვაშაძის წვლილი ძალიან დიდი იყო.

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ თქვენ მას უნდა ჰკითხოთ. ვფიქრობ, განცხადებაში მან საკმაოდ ნათლად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი. ჩვენ ძალიან დიდი დრო გავატარეთ წინა მოლაპარაკებების დროს, რომელმაც წარმატებულ 8 მარტის შეთანხმებამდე მიგვიყვანა, სადაც მისი კონტრიბუცია იყო ძალიან დიდი. ვწუხვარ, რომ ის ტოვებს პარტიას, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავთ მომავალში. მადლობა გრიგოლს გასული თვეებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დღეს პარტია დატოვა და ამის შესახებ  Facebook-ზე დაწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system