თავში

გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძესთან გაერთიანდა

გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძესთან გაერთიანდა
გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძესთან გაერთიანდა

გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძის "მესამე ძალაში" გაერთიანდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ხელმოწერით დადასტურდა. პოლიტიკურ მოძრაობას ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატები ეყოლებათ, თუმცა მათი ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი. 

წინასწარი ინფორმაციით, ვაშაძესთან ერთად გაერთიანდება "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები".

"გრიგოლ ვაშაძეს თავისი მძლავრი სიტყვა აქვს ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ სწორია და კარგია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩაერთოს ამ მნიშვნელოვან არჩევნებში და მესამე ძალის, როგორც პლატფორმის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა"- თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system