თავში

გრიგოლ ვაშაძე: პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს

გრიგოლ ვაშაძე: პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს
გრიგოლ ვაშაძე: პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს

"პასუხისმგებლობა აბსოლუტურად მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან", - ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტს, რომელმაც იკითხა, იღებდა თუ არა პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობას ბათუმის აქციაზე, სადაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები დაცული არ იყო.

ვაშაძის განცხადებით, საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ ისინი მაინც ერთვებიან საარჩევნო აგიტაციაში პანდემიის პირობებში. 

"წინასაარჩვენო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელიწადი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობა ემიგრაციაში გაყარა ლუკმა-პურის საშოვნელად. უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმი გააჩერეს, მთელი საქართველო გააჩერეს",- განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system