თავში

გრიგოლ ვაშაძემ ნაგვის პარკში ნაპოვნი ძაღლი შეიფარა

გრიგოლ ვაშაძემ ნაგვის პარკში ნაპოვნი ძაღლი შეიფარა
გრიგოლ ვაშაძემ ნაგვის პარკში ნაპოვნი ძაღლი შეიფარა

გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის სახლში ნაგვის ურნაში ნაპოვნი ძაღლი, სახელად ევა ცხოვრობს. ამის შესახებ დიპლომატმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

მისი თქმით, ლეკვი თავიდან მოშორების მიზნით გამვლელმა ნაგვის ურნაში გადაადგო. მოგვიანებით კი ის მისმა მეუღლემ, ნინო ანანიაშვილმა შეიფარა. 

"ეს სიცოცხლე კვდებოდა ვაკის პარკში, ვიღაც ველურმა ეს და ამის და ჩაყარა ცელოფანის პარკში და გაკვანძა რომ დამხრჩვალიყვნენ იქ. ნინოს უღებდნენ ვაკის პარკში და იქ დაცვამ ერთი დღის შემდეგ უთხრა, რომ წრიპინი მოესმათ სანაგვე ყუთიდან და იქიდან ესენი ამოიყვანეს. უვლიდნენ, როგორც შეეძლოთ, მაგრამ უკვე დასნეულებულები იყვნენ, ჭიები ჰყავდათ, პარაზიტები. ერთი დაცვის უფროსმა წაიყვანა, ღმერთი გაახარებს და მეორე ნინომ მოიყვანა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

მას სახელად ევა დაარქვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system