თავში

გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია - დეკანოიძე

გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია - დეკანოიძე
გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია - დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიასთან შეთანხმებული არ იყო. 

დეკანოიძის ინფორმაციით, პარტია განცხადებას გაავრცელებს. 

"არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.

სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს.. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ.! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე" - წერს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system