თავში

გულისმომკვლელი და გასაბრაზებელია, თუ როგორ იყენებს რუსეთი ადამიანის სიცოცხლეს - დეგნანი გახელაძის ოჯახს შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდნენ. 

დიპლომატები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 

"მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა. ძალიან გულისმომკვლელი და გასაბრაზებელია, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანის სიცოცხლეს. კიდევ ერთხელ მტკიცედ და მკაფიოდ მსურს გამოვხატო აშშ-ის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ჯარი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დგას" - თქვა დეგნანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system