თავში

გულწრფელად მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას - ევროპარლამენტარები

გულწრფელად მივესალმებით მიღწეულშეთანხმებას - ევროპარლამენტარები
გულწრფელად მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები, სვენ მიქსერი, მარინა კალიურნდი და ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ერთობლივი წერილით ეხმაურებიან. 

ევროპელი პოლიტიკოსები წერენ, რომ მიღწეულ შეთანხმებას გულწრფელად მიესალმებიან და მოუწოდებენ დანარჩენ ოპოზიციონერებს, იგივე სიმამაცე გამოიჩინონ. 

მათი თქმით, ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს.

„ახალი ტექსტი ეფუძნება სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მომზადებულ წინა წინადადებებს, რომელიც უფრო სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებასა და სასამართლო რეფორმას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და ყველა ქართველი მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს აქცევს ფოკუსში. 

ეს არის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზის შეთავაზებაა, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება.

მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა დ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, იგივე სიმამაცე გამოავლინონ საქართველოს სასიკეთოდ. ამ პოლიტიკური კრიზისის სრული და საბოლოოდ უკან ჩამორჩენით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულყოფილად ფუნქციონირებას დაიწყებს და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელებას,“ - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system