თავში

გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები - ვახტანგ გომელაური

გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები - ვახტანგ გომელაური
გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი პრემიერ-მინისტრმა და პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თავად კი გუნდის გადაწყვეტილებას დაელოდება. 

"პირველ რიგში, მე ვთვლი, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე, არა მარტო ჟურნალისტებზე, ასევე, პოლიციელებზე და იქ იყო რამდენიმე მოქალაქეც. თუ თქვენ გულისხმობთ ჩემი თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს პრემიერი, გვყავს პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5-6 ივლისის ფარგლებში თუ არა, აქედან გამომდინარე მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, გადადგომას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არ უნდა დავტოვო თანამდებობა, თუ მიიღებს გუნდი, რა თქმა უნდა მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system