თავში

გუშინდელი შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია - პოლონეთის პრეზიდენტი

გუშინდელი შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია - პოლონეთის პრეზიდენტი
გუშინდელი შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია - პოლონეთის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

,,საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ასევე, სექტორული ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება NATO-სკენ სავალ გზას. საჭიროა ასევე, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ისაუბრა რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი, ისე, როგორც არასდროს ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ევროკავშირმა მეტად უნდა ადევნოს თვალი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ამ მიმართულებით რეგიონში საქართველო ევროკავშირის უმსხვილესი პარტნიორია.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბაშვილმა ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელი კოლეგა ანდჟეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პირველ მარტს საქართველოს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სტუმრობდა, რომელმაც შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან.

მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system