თავში

გვაქვს პროგრესი - ხათუნა სამნიძე

გვაქვს პროგრესი - ხათუნა სამნიძე
გვაქვს პროგრესი - ხათუნა სამნიძე

გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება რაიმე კონკრეტულზე ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება შედგება, როცა მხარეები ყველა საკითხზე შეჯერდებიან.

,,გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რთული დისკუსია ყველაფერზე. გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება რაიმე კონკრეტულზე ვილაპარაკოთ. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა და ხვალ გრძელდება ეს მოლაპარაკებები. შეთანხმება შედგება, როდესაც ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system