თავში

გვარამია: დაცინვით "სოტოვის" მეძახდნენ

გვარამია: დაცინვით "სოტოვის" მეძახდნენ
გვარამია: დაცინვით სოტოვის მეძახდნენ

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არცერთი პარტიის საარჩევნო სია არ მოსწონს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, მას ესმის ყველას იმედგაცრუება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო სია არჩევნებს არ იგებს.

“მეგობრებო, ყველასი იმედგაცრუებაც და გაბრაზებაც მესმის და არც მე მომწონს პრაქტიკულად არც ერთი პარტიის სია. მაგრამ, ენდეთ ჩემს 17 წლიან გამოცდილებას პოლიტიკაში ყოფნის/დაკვირვების/ანალიზის: არასდროს საპარლამენტო სია არჩევნებს არ იგებს. მეტიც, არათუ გადამწყვეტ, პრაქტიკულად მეტნაკლებად მნიშნელოვან როლსაც არ თამაშობს. არც სიების შედგენაზე და მერე მათ განხილვაზე ტოქსიკური პროცესი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ლიდერებზე და პერსონებზე ორეიენტირებულად რჩება დღემდე და დარჩება კიდევ დიდ ხანს (ათწლეულები მინიმუმ), როგორც დაბალი პარტიული კულტურის, სამხრეთულ პოსტსაბჭოთა ქვეყანას “შეშვენის”.

ასე რომ, დაიკიდეთ და ნუ აცდებით მთავარ მიზანს – ბიძინაა დასამარცხებელი (და არა მისი სია) და ქვეყანააა გასათავისუფლებელი.

ps ერთადერთხელ ვიყავი პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და მეასე ნომრით შევედი პარლამენტში. მეგობრები ხუმრობით (ზოგი დაცინვით) “სოტოვის” მეძახდნენ”, – წერს გვარამია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system