თავში

გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია - ევროპარლამენტარები

გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია - ევროპარლამენტარები
გვაშფოთებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„გვაშფოთებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში წარიმართა და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც საზოგადოებაში ნდობის ფაქტორი შეამცირა. 

ვითარებას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ შესაძლებლობაზე, სამართლიანად განეხილათ დასაბუთებული პრეტენზიები და მიემართათ შესაბამისი ინსტიტუტებისათვის. ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად.

საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიასთან ერთად არის პასუხისმგებელი უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, იმისთვის, რომ იპოვოს სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიისთვის არსებული რთული ვითარებიდან,“ - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს საჩივრებისა და დარღვევების შეფასებისა და საბოლოო დასკვნების წარდგენისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესისკენ საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთო/ოდირს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარადგინონ საბოლოო დასკვნები,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გვწამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ააშენა, არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრებისა და მტკიცებულებების შესაფასებლად და ოპოზიციასა და ხალხთან ინკლუზიური დიალოგის გასამართად, რომლებიც ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ.

ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და განვახორციელოთ კონსტრუქციული როლი ამ დიალოგში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციის ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ განახორციელონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და ერთიანობა, რათა განახორციელოს ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველომ მოახდინოს საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება ევროინტეგრაციის მიზნით და ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც ექნება ფართო ლეგიტიმაცია და გაუმკლავდება გამოწვევებს," - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system