თავში

გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, ალიანსს არ ვაპირებთ - გიორგი გახარია

გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, ალიანსს არ ვაპირებთ - გიორგი გახარია
გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, ალიანსს არ ვაპირებთ - გიორგი გახარია

"თბილისის მერობის არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს",- ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ გააკეთა. 

მსნ განაცხადა, რომ არ აპირებს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსს, როცა ჯერ კიდევ საკუთარ პარტიაში სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. 

ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად – თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“ – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system