თავში

გვიხარია, რომ პროცესს ესწრება, ეს მისი უფლებაა - კელი დგენანი

გვიხარია, რომ პროცესს ესწრება, ეს მისი უფლებაა - კელი დგენანი
გვიხარია, რომ პროცესს ესწრება, ეს მისი უფლებაა - კელი დგენანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცა.

ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ და პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს არ გასცდებიან. 

"იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ამ სცენარში.

მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს პირველად ესწრება

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system