თავში

გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ გახარიას არ გავანდეთ - კობახიძე

გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ გახარიას არ გავანდეთ - კობახიძე
გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ გახარიას არ გავანდეთ - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ ყოფილ პრემიერი გიორგი გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობას გეგმავდა.

"17 თებერვალს, 5 საათზე გახარიამ მოგვმართა. სასამართლო ჩანიშნული იყო და ყველამ იცოდა, რომ სასამართლო მიიღებდა ან ასეთ ან ისეთ გადაწყვეტილებას.

90% სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდებაზე, რადგან მარტივი ქეისი იყო, არ გადაიხადა გირაო.

გახარიას ეს სავარაუდო სცენარი ჰქონდა გათვლილი და ჩვენთან დაიწყო მსჯელობა. მოითხოვა რომ ორი-სამი დღით გადაგვედო მელიას დაკავება.

ახლა რა ინფორმაცია გვქონდა ჩვენ კიევიდან და ენმ-ის თბილისის ოფისიდან. გვქონდა, ჩვენ ინფორმაცია ენმ-ის გეგმის თაობაზე. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ ორი დღე სჭირდებოდათ, იმისთვის, რომ ეს გეგმა სისრულეში მოსულიყო. გეგმა იყო შემდეგი: მას მერე რაც ხელისუფლება ვერ დააკავებდა მელიას, იწყებდა საუბარს ენმ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო პარლამენტში შემოსული, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას დააბრალებდა ენმ ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას, ეს იყო მათი მესიჯბოქსი. ამაზე მითითებით, სააკაშვილმა თუ არ ვცდები 17 თებერვალსვე გააკეთა განცხადება, ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი რომელიც მან შემოიტანა პოლიტიკურ დისკუსიაში.

18 თებერვალს უკვე, ისინი გამოაცხადებდნენ ე.წ ალტერნატიულ მთავრობას - თავისი ე.წ ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. და ჰქონდათ მათ გამზადბეული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობაში და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. ანუ რამდენიმე ათეული ადამიანით ხდებოდა ამის იმიტაცია და მედიით გაშუქება. მე არ ვიცი ეს იცოდა თუ არა გახარიამ, მაგრამ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. 

ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან კიევში და გახარიას აღარ გავანდეთ, იქედან გამომდინარე, რომ ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა წარმოიდგინეთ.

როგორც კი ეს დამთხვევა დავაფიქსირეთ, გაჩნდა ეჭვი და აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია. იქედან ისმის რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ და აქ ითხოვს ჩვენი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას. 

ახლა ამ სცენარის გაგრძელება: ე.წ ალტერნატიულ მთავრობაში გადადიან ძალოვანები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი და შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის რომ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან, სადაც უნდა დახვედროდა აქტივისტები და შემოეცილებინათ. ჩვენთვის არ არის ამ ძალოვანების ვინაობა, ცნობილი იყო რომ გემგის ნაწილი იყო. 

ახლა რაც შეეხება სარფში შემოსვლას, ე.წ უკრაინული სცენარი, რაც თავის დროზე ჰქონდა გათამაშებული სააკაშვილს. ხვდებიან აქტივისტები და შემოდის (ჩვენ იმას არ ვამტკიცებთ რომ ამას შეძლებდნენ და გადატრიალებას შეძლებდნენ) და ბუნებრივია ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ სააკაშვილის ამ შემოსვლასთან ერთად პრემიერი გადადგებოდა", - თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system