თავში

გზავნილში ნათლად ჩანს, უპირატესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა - ჩიხლაძე

გზავნილში ნათლად ჩანს, უპირატესი პასუხისმგებლობა
გზავნილში ნათლად ჩანს, უპირატესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა - ჩიხლაძე

ევროპარლამენტარების განცხადებაში ვნახეთ, რომ პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ, თუმცა ამ გზავნილში ნათლად ჩანს, რომ უპირატესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობა არსებულ სიტუაციაში არის ის, რომ მათ მეტი ზემოქმედება უნდა მოეხდინათ "ქართულ ოცნებაზე", რათა მოლაპარაკებები არ ჩაეშალათ. 

"რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. მე პირადად ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ უფრო მეტი ზემოქმედება, უფრო მეტი წნეხი უნდა მოგვეხდინა "ქართული ოცნებაზე", რათა მას ხელი არ ეკრა მოლაპარაკებებისთვის. ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის, ამისთვის კი ოპოზიციას მეტი მუშაობა გვმართებს. ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური ხელშეწყობა და ზემოქმედებაა. ამ მხრივ, ოპოზიციაც უნდა გავაქტიურდეთ", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის დეპუტატებმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტის დეპუტატების წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დანიელსონის წინადადებებს არ დაეთანხმნენ და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე იმოქმედოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system