თავში

ჰარცელი: მოვუწოდებ ლიდერებს, საკუთარი პარტიის წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ

ჰარცელი: მოვუწოდებ ლიდერებს, საკუთარი პარტიის წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ
ჰარცელი: მოვუწოდებ ლიდერებს, საკუთარი პარტიის წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ

მოვუწოდებ პარტიების ლიდერებს, საკუთარ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. 

„ცოტა ადრეა შთაბეჭდილებების შესაჯამებლად. საარჩევნო კამპანია კვლავ მიმდინარეობს. თუმცა, ვიტყვი, იმას რაც კარგია, კამპანიის დროს პარტიების უმრავლესობის მიერ წარდგენილ პროგრამებში ხშირად ასახული იყო მკაფიო ხედვები და მისწრაფებები. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლოა. 

ვიმედოვნებ, რომ პარტიების პროგრამები საბოლოოდ გზას გაიკვალავს მომავალ პარლამენტში. რაც შეეხება, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სხვა შემთხვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სანდო რეაგირება გამოძიების დაწყების კუთხით.

ასევე, მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერს, შეახსენონ თავიანთ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა, რათა ყველამ გაიგოს, რა არის დაშვებული და არა, ამით თავიდან აცილებული იქნება მზარდი ნეგატიური სპირალი მომავალში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system