თავში

ჰარცელი: საზღვრების გახსნა არ ხდება ღილაკზე თითის დაჭერით

ჰარცელი: საზღვრების გახსნა არ ხდება ღილაკზე თითის დაჭერით
ჰარცელი: საზღვრების გახსნა არ ხდება ღილაკზე თითის დაჭერით

თუ როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურთათვის, ორივე მიმართულებით, კოლეგებმა ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს საკმაოდ დაძაბულ სამუშაოებს საჭიროებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრების გახსნისთვის შრომატევადი, ინდივიდუალური სამუშაოებია ჩასატარებელი. 

„ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება და როგორ გაიხსნება საზღვრები, ორივე მიმართულებით, ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის პროცესი, სადაც, უბრალოდ თითქოს ღილაკს დააწვები და ეს ყველაფერი შესრულდება, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე ინდივიდიულურ წევრებთან, ევროკავშირის კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშეების, რომელთანაც საჭიროა მუშაობა, მაგრამ ამ უსაფრთხო სიაში ყოფნის პუნქტი არის საუკეთესო სასტარტო წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით უსაფრთხო სიაში და ველით დაძაბულ მუშაობას კოლეგებთან, რათა აქტიურად წავიდეთ წინ,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system