თავში

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 30-მდე საკითხს განიხილავენ. 

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს.

სხდომას კვლავ ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია. ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრები დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს განახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system