თავში

პრეზიდენტი: საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა

პრეზიდენტი: საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა
პრეზიდენტი: საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა

საქართველოს პარლამენტში, საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა, - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ევროპული საქართველოს" წევრების, ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას მხრიდან, საკანონმდებლო ორგანოში, საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას.

"საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს - ,,თავისუფლების ქარტიას“, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system