თავში

ჰოსპიტალში დამემართა მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება - სააკაშვილი

ჰოსპიტალში დამემართა მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება - სააკაშვილი
ჰოსპიტალში დამემართა მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის გორის ჰოსპიტალში ყოფნისას ისეთი მძიმე დაავადებით დასნეულდა, რომელიც საქართველოში არ იკურნება.

ბრალდებული ასევე ამბობს, რომ მის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კლინიკის ყველა თანამშრომელს უკანონოდ უსმენდა და შედეგად 60 პირის გათავისუფლებას აპირებენ.

"მას შემდეგ რაც გორის ჰოსპიტალში ვიმყოფებოდი, მკურნალობის გარდა თითქმის ყველაფერი მივიღე, ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი ჩემი მკვლელობა. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად რომელიც მე მივიღე, დავაავადდი მძიმე ნერვოლოგიური დაავადებით, როგორც ხედავთ გონებას არ მიბნიდავს, მაგრამ ბევრ სხვა ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის, ამის მკურნალობა კი, სამწუხაროდ, უკვე საქართველოში შეუძლებელია. იმის დასადასტურებლად, რომ ამის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, საქართველოში ჩამოსვლას წამყვანი სპეციალისტები აპირებენ, თუმცა უკვე მეოთხე კვირაა აქ ჩამოსვლის ნებართვას ვერ იღებენ.

გორის ჰოსპიტალი ეხება იმას, უშუალოდ რა რეჟიმიც არის ქვეყანაში და რომლის დასასუსტებლადაც მე აქ ჩამოვედი. როცა მე გორის ჰოსპიტალში ვიყავი, სუსი შევიდა და ყველა თანამშრომელს უსმენდნენ. მათი ტელეფონების მოსმენის შედეგადაც, 60-მდე თანამშრომლებს ითხოვენ სამსახურიდან. ბოდიშს ვიხდი ამ თანამშრომლებს, იმიტომ რომ ისინი პროფესიონალები არიან და ისედაც დაბალ ხელფასზე მუშაობდნენ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system